ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის წერილი ძალიან ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს, გვირჩევნია სიღრმეში არ შევიდეთ და საზოგადოებამ თვითონ გამოიტანოს დასკვნები

ბიძინა ივანიშვილის წერილი ძალიან ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს, გვირჩევნია სიღრმეში არ შევიდეთ და საზოგადოებამ თვითონ გამოიტანოს დასკვნები იმ საკმაოდ მკაფიო გზავნილებიდან, რომლებიც ჩამოყალიბებულია წერილში, ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წერილიდან ძალიან ბევრი რამ იკითხება, მათ შორის ქვეტექსტებიც არის ძალიან მკაფიოა.

„სერიოზული კითხვები გააჩინა ამ წერილმა, თუმცა სიღრმეში არ გვინდა შესვლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც გავიმეორებთ, რომ კულისებში ხდება ბევრად იმაზე მეტი, ვიდრე საჯაროდ ხდება ხოლმე ცნობილი, არის რაღაც გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ იმის გამო, რომ რაღაცებს უნდა გავუფრთხილდეთ. ამ შემთხვევაში, ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ძალიან ბევრი რამ იკითხება, მათ შორის ქვეტექსტებიც არის ძალიან მკაფიო. ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა, ზედმეტად კომენტირება, საზოგადოება თვითონ წაიკითხავს წერილს და ალბათ თვითონ გამოიტანს დასკვნებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენ კვლავაც უნდა დავტოვოთ იმ სივრცეში რაშიც დღემდე არის, საჯაროდ გაგვიჭირდება რაღაცებზე საუბარი, თუმცა საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს ყველაფერთან დაკავშირებით”, - განაცხადა კობახიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია