ირაკლი კობახიძე - ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები რჩება, აქედან გამომდინარე, რელევანტურია ბიძინა ივანიშვილის  მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება

ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები ბუნებრივია რჩება, აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, წერილში საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიო გზავნილებია, დანარჩენ დასკვნებს საზოგადოება თვითონ გამოიტანს.

„არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით. გარკვეული ძალები, ამით იყვნენ დაინტერესებული, ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით მათ შორის იმ ძალებზე, რომელიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით, ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, პოლიტიკოსები, ენჯეოები, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება თითქმის მთლიანად წარმოდგენილი და ესენი იყვნენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ომის გაღვივების, ომის რიტორიკის კამპანიაში, ეს არის დღესავით ნათელი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზოგადოებისთვის არის ძალიან მკაფიო გზავნილები მოცემული ამ წერილში და დანარჩენ დასკვნებს საზოგადოება თვითონ გამოიტანს. რისკები ბუნებრივია რჩება გარკვეულწილად, ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, აქედან გამომდინარე თავისთავად ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, არის აბსოლუტურად რელევანტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია