კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია, რომელიც ფინანსურ სექტორში ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვას უწყებს ხელს

ეროვნული ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია, რომელიც ფინანსურ სექტორში ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვას უწყებს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშს წარადგენს.

სებ-ის პრეზიდენტმა ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და ინოვაციური ორგანიზაციების წილი მზარდია, რასაც, როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ახალი რისკები მოაქვს. ამავდროულად, ფინანსური სექტორი მთელს მსოფლიოში ეკონომიკის ყველაზე მეტად რეგულირებად სექტორად რჩება. უფრო მეტიც, რეგულირებას მზარდი ტენდენცია აქვს. შედეგად, თანამედროვე საზედამხედველო ჩარჩო საკმაოდ მოცულობითი, ტექნიკური და კომპლექსურია, განსაკუთრებით ახალი ფინანსური სტარტაპებისთვის. ეროვნული ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია, რომელიც ფინანსურ სექტორში ისეთ ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვას უწყებს ხელს, რომლებიც მოსახლეობისთვის მეტი ინოვაციური სერვისის მიწოდებას და სხვადასხვა ტექნოლოგიური დარგის განვითარებას ემსახურება. აღნიშნულის ფონზე, ფინანსური სექტორის მარეგულირებლებისათვის ფინტექ იდეების მქონე ინოვატორების წახალისება და ამ იდეების მდგრად ფინანსურ მოდელად გარდაქმნის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი სხვადასხვა საზედამხედველო მიდგომას ავითარებს და ხელს უწყობს ფინტექ საქმიანობისათვის საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნას. მაგალითისთვის, როგორიცაა „ღია ბანკინგი“, „იცნობდე შენს კლიენტს“ ერთიანი ელექტრონული სისტემები. აღნიშნული საბაზისო ინფრასტრუქტურა, ეროვნული ბანკის რეგულაციების სენდბოქსთან ერთად, ამარტივებს წვდომას ფინტეკ-სტარტაპებისთვის, კლიენტების მონაცემებზე და აძლევს მათ საშუალებას უსაფრთხო და კონტროლირებად გარემოში დახვეწონ თავიანთი ინოვაციური ბიზნეს მოდელები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა