კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკი ისე არეგულირებს საბანკო სექტორს, რომ მომხმარებელი ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას დაცული იყოს

ეროვნული ბანკი ისე არეგულირებს საბანკო სექტორს, რომ მომხმარებელი ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას დაცული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშს წარადგენს.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალი წელია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საბანკო მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვაა. ეროვნული ბანკი, როგორც საბანკო რეგულატორი, ისე არეგულირებს საბანკო სექტორს, რომ მომხმარებელი, მოქალაქე, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობას დაცული იყოს. აღნიშნული მიმართულებით, როგორც წინა წლებში, 2021 წელსაც, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწისა და სექტორში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, მოიცავდა სექტორთან კონსულტაციებს და სამუშაო შეხვედრებს. კერძოდ, შემუშავდა ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებები. კოდექსი ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების წარმართვას, ხოლო წესის ცვლილებები საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების, მათ შორის მოთხოვნამდე დეპოზიტებისა და „ოვერდრაფტების“, მეტ გამჭვირვალობასა და შედეგად, მომხმარებელთა მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მუდმივად მიმდინარეობდა დაწესებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი. ჩატარდა ტრენინგები პრაქტიკოსი მოსამართლეებისთვისაც. აქტიურად ფუნქციონირებდა ფინანსური განათლების პორტალი - ფინედუ; სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის ტარდებოდა ვებინარები, ონლაინ შეხვედრები და კონკურსები“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა