კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სანქციების მონიტორინგის განყოფილება შეიქმნა

ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სანქციების მონიტორინგის განყოფილება შეიქმნა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“მინდა, მოგახსენოთ, რომ პირველი ივლისიდან ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩვენ შევქმენით ახალი განყოფილება, რომელსაც ეწოდება სანქციების მონიტორინგის განყოფილება. დღესდღეობით, 5 ადამიანი მუშაობს ამ განყოფილებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამას, ასევე გაგრძელდება ეს. გამოწვევები არის. ის ჩარჩო, რაც ჩვენ გვაქვს ფინანსურ სექტორში, მაქსიმალურად აგვარიდებს იმას, რომ სანქციები, რომელიც მოქმედებს, მათი გვერდის ავლა ჩვენი ფინანსური სისტემით არ მოხდეს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა