ნინო დოლიძე - მე იმედი მაქვს, რომ დაიწყება გამოძიება - ძირითადი კითხვები შეეხებოდა იმ ანგარიშს, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ

მე იმედი მაქვს, რომ დაიწყება გამოძიება - ძირითადი კითხვები შეეხებოდა იმ ანგარიშს, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ და იმ მასალებს, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მათ შორის, საუბრის გარკვეული ნაწილი შეეხებოდა, მამხილებელთან კომუნიკაციას, - ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარემ, ნინო დოლიძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

დოლიძის თქმით, იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს, მან პროკურატურას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა.

„დღევანდელი საუბარი შეეხებოდა, როგორ, როდის და რა ფორმით გადმოგვცა ეს მასალები და კონკრეტულად რა ინფორმაციასთან დაკავშირებით არის ეს და ზოგადად ჩვენი ანგარიშის დეტალებთან დაკავშირებით. ცხადია, ჩვენ მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენს ხელთ არის იმისათვის, რომ გამოძიება იყოს დაწყებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დაიწყება გამოძიება და მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაიწყოს სწორი კომუნიკაციით. ყველაფერთან დაკავშირებით იყო საუბარი, როგორც კომუნიკაციის ფორმასთან დაკავშირებით, ასევე შინაარსთან დაკავშირებით, ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით და როგორ ვამუშავებთ ინფორმაციას, მათ შორის, არა მხოლოდ ამ ეტაპზე როცა მამხილებელმა ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, არამედ მანამდეც მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ" კვლევის შედეგების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა გამოიკვეთა, რომლითაც მაღალი ალბათობით, სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება დასტურდება. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ, მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით, პერსონალური ინფორმაცია გროვდებოდა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს