დავით უსუფაშვილი - ივანიშვილმა ბევრი წითელი ხაზი გადალახა ქვეყნის შიგნითაც, კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობაშიც და ახლა საერთაშორისო ასპარეზზეა დაკავებული ყველა შესაძლო წითელი ხაზის გადალახვით

ბიძინა ივანიშვილმა ბევრი წითელი ხაზი გადალახა ქვეყნის შიგნითაც, კერძო და კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობაშიც, საზოგადოებასთან ურთიერთობაშიც და ახლა საერთაშორისო ასპარეზზეა დაკავებული ყველა შესაძლო წითელი ხაზის გადალახვით, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

უსუფაშვილი იხსენებს შემთხვევას, როცა მისივე ინფორმაციით, ივანიშვილს ჯერ კიდევ 2015 წელს გაუჩნდა ეჭვი, რომ მას შეიძლება ამერიკელები სჯიდნენ.

უსუფაშვილის თქმით, „ელემენტარული მორალის საკითხებში იმდენად ფსკერზე დავეშვით, რომ პატივს აღარაფერს ვცემთ“.

„არსებობს დიპლომატიური ეტიკეტი და ურთიერთობები, არსებობს საკითხები, რაც აფიშირებული არ არის - არა იმიტომ, რომ დასამალია, არამედ იმიტომ, რომ ასეა... წარმოიდგინეთ კელი დეგნანს წინასწარ რომ გამოეცხადებინა, რომ ზეგ ბიძინა ივანიშვილს ხვდებოდა, რა მოჰყვებოდა ამას. არსებობს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომელსაც თავისი ტაქტიკა და სტრატეგია აქვს.

თუ კითხვა იმაშია, სწორია თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერვე ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია იმის შესახებ, რომ მას ვიღაც ომში ჩართვას სთხოვდა, ის ამას არ დაჰყვა, ამის გამო ვიღაცამ ფინანსურად დასაჯა, მაგრამ ის მაინც ვაჟკაცია და ქვეყნის ინტერესების დაცვას აგრძელებს - ეს მტკნარი სიცრუეა! ეს არის იმ დონის ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ქმედება, რომ ამის ანალოგი არ მახსენდება. ეს ძალიან პრიმიტიული ვირეშმაკობა არ გადის არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ - მან ე.წ. სამეულს ალაპარაკა ის, რისი თქმაც თავად უნდოდა და ახლა ვითომ თვითონ რაღაც მოაკვარახჭინა - რომ აი, მე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ხალხო, მინიშნებებით დასკვნა თავად გამოიტანეთ... ამასვე ლაპარაკობენ “ოცნების“ ლიდერები. სახელმწიფოებრივი სირცხვილია, როდესაც ქვეყნის ხელმძღვანელობა ასეთი "ტრიუკებით" ცდილობს პროპაგანდისტული ფონის შექმნას და პერსონალური პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამავე კონტექსტში “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა 2015 წლის შემთხვევა გაიხსენა.

“ბანკთან ურთიერთობაში აღმოჩნდა, რომ ერთი ანგარიშიდან რაღაც თანხა იყო სადღაც იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო. მაშინ ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა და ეს ყველაფერი თავად მომითხრო. აღმოჩნდა, რომ იქ იყო სერიოზული კრიმინალური საქმიანობა ვიღაც ხალხის მიერ, რომლებმაც არამხოლოდ ივანიშვილის ანგარიში, არამედ სხვისი ანგარიშებიც დააზარალეს. მაშინაც ბიძინას პირველი ეჭვი ის ჰქონდა, ხომ არავინ მსჯისო - მაგალითად ამერიკელები... მერე მალევე გაირკვა, რომ ჩვეულებრივ კრიმინალთან გვქონდა საქმე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

დავით უსუფაშვილი - ივანიშვილმა ბევრი წითელი ხაზი გადალახა ქვეყნის შიგნითაც, კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობაშიც და ახლა საერთაშორისო ასპარეზზეა დაკავებული ყველა შესაძლო წითელი ხაზის გადალახვით

ბიძინა ივანიშვილმა ბევრი წითელი ხაზი გადალახა ქვეყნის შიგნითაც, კერძო და კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობაშიც, საზოგადოებასთან ურთიერთობაშიც და ახლა საერთაშორისო ასპარეზზეა დაკავებული ყველა შესაძლო წითელი ხაზის გადალახვით, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

უსუფაშვილი იხსენებს შემთხვევას, როცა მისივე ინფორმაციით, ივანიშვილს ჯერ კიდევ 2015 წელს გაუჩნდა ეჭვი, რომ მას შეიძლება ამერიკელები სჯიდნენ.

უსუფაშვილის თქმით, „ელემენტარული მორალის საკითხებში იმდენად ფსკერზე დავეშვით, რომ პატივს აღარაფერს ვცემთ“.

„არსებობს დიპლომატიური ეტიკეტი და ურთიერთობები, არსებობს საკითხები, რაც აფიშირებული არ არის - არა იმიტომ, რომ დასამალია, არამედ იმიტომ, რომ ასეა... წარმოიდგინეთ კელი დეგნანს წინასწარ რომ გამოეცხადებინა, რომ ზეგ ბიძინა ივანიშვილს ხვდებოდა, რა მოჰყვებოდა ამას. არსებობს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომელსაც თავისი ტაქტიკა და სტრატეგია აქვს.

თუ კითხვა იმაშია, სწორია თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერვე ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია იმის შესახებ, რომ მას ვიღაც ომში ჩართვას სთხოვდა, ის ამას არ დაჰყვა, ამის გამო ვიღაცამ ფინანსურად დასაჯა, მაგრამ ის მაინც ვაჟკაცია და ქვეყნის ინტერესების დაცვას აგრძელებს - ეს მტკნარი სიცრუეა! ეს არის იმ დონის ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ქმედება, რომ ამის ანალოგი არ მახსენდება. ეს ძალიან პრიმიტიული ვირეშმაკობა არ გადის არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ - მან ე.წ. სამეულს ალაპარაკა ის, რისი თქმაც თავად უნდოდა და ახლა ვითომ თვითონ რაღაც მოაკვარახჭინა - რომ აი, მე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ხალხო, მინიშნებებით დასკვნა თავად გამოიტანეთ... ამასვე ლაპარაკობენ “ოცნების“ ლიდერები. სახელმწიფოებრივი სირცხვილია, როდესაც ქვეყნის ხელმძღვანელობა ასეთი "ტრიუკებით" ცდილობს პროპაგანდისტული ფონის შექმნას და პერსონალური პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამავე კონტექსტში “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა 2015 წლის შემთხვევა გაიხსენა.

“ბანკთან ურთიერთობაში აღმოჩნდა, რომ ერთი ანგარიშიდან რაღაც თანხა იყო სადღაც იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო. მაშინ ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა და ეს ყველაფერი თავად მომითხრო. აღმოჩნდა, რომ იქ იყო სერიოზული კრიმინალური საქმიანობა ვიღაც ხალხის მიერ, რომლებმაც არამხოლოდ ივანიშვილის ანგარიში, არამედ სხვისი ანგარიშებიც დააზარალეს. მაშინაც ბიძინას პირველი ეჭვი ის ჰქონდა, ხომ არავინ მსჯისო - მაგალითად ამერიკელები... მერე მალევე გაირკვა, რომ ჩვეულებრივ კრიმინალთან გვქონდა საქმე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის