ანონსი  28 ივლისი

28 ივლისს, 10:15 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წინააღმდეგ მალხაზ რეხვიაშვილის სარჩელის განხილვა იწყება.

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 737 503

28 ივლისს, 11:00 საათზე, „ლელოს“ საორგანიზაციო მდივანი და ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე რეგიონებში პარტიის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტებზე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: კონკრეტული ადამიანების სამსახურიდან უკანონო დაათხოვნა.

მის: სადგურის მოედანი 2

28 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

28 ივლისს, 11:00 საათზე, საპარლამენტო ოპოზიციის წევრების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

28 ივლისს, 12:00 საათზე ,საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრები ესმა გუმბერიძე და გიორგი ენუქიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „უსინათლოთა კავშირში მიმდინარე მოვლენები. უსაფუძვლო გათავისუფლებები და ასევე გამოუძიებელ საქმეები, რომლის გამოძიებასაც დიდი ხანია ითხოვენ“.

მის: უნივერსიტეტის 2ა

საკონტაქტო : 591 07 77 24; 598 408 194

28 ივლისს, 12:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ახალგაზრდული გუნდი და სხვადასხვა ორგანიზაციები ახალგაზრდებთან ერთად ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ლარსის საკონტროლო პუნქტთან რუსების უკონტროლო შემოსვლას და ეკონომიკურ ოკუპაციას გააპროტესტებენ.

მის: ლარსის საკონტროლო პუნქტი, ყაზბგის მუნიციპალიტეტი

საკონტაქტო: ელენე - 557 77 28 27; ვახო - 579 27 72 00

28 ივლისს, 12:00 საათზე, მრგვალი მაგიდა „ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება საქართველოში - შესაძლებლობები და გამოწვევები“ ჩატარდება. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, პოლიტიკოსი ქალები, სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტთა წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: Axis Towers, ჭავჭავაძის გამზირი 37მ, თბილისი.

საკონტაქტო: პაატა ყვავაძე -555 44 70 51

28 ივლისს, 12:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 2021 წლის 9 აპრილს, გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ოჯახის წევრები აქციას გამართავენ.

მის: კახეთის გზატკეცილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო

28 ივლისს, 14:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებებთან და ნარკორეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.

მის: გულუას ქუჩა N10

28 ივლისს, 15:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასტუმრო „WYNDHAM GRAND TBILISI-ში“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამით გამარჯვებული პროექტის: „ბავშვთა უფლებების დაცვა საქართელოში ჰააგის კონვენციის მიხედვით“ შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.

მის: ლადო გუდიაშვილის ქ. 3

საკონტაქტო: 599 29 12 02

28 ივლისს, 16.00 საათზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ბორჯომში, პარტიის სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდებიან.

მის: სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“

28 ივლისს, 19:30 საათზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით, პროექტის - „კინო ყველგან“ ფარგლებში, დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ახალ პარკში, რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმის - „დედე“ ჩვენება გაიმართება.

28 ივლისს, 17.30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება შეხვედრა.

თემა: „აი, ფაქტის“ ჟურნალისტური გამოძიება რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი ორგანიზაციების და მათი საქმიანობის შესახებ საქართველოში.

მის: თავისუფლების მოედანი, 4

საკონტაქტო ინფორმაცია: 555289039

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა