ნათია შელეგია - რუსთავის მერი კვლავ დაკავებულია მოქალაქეების შეცდომაში შეყვანით - ჩვენმა ფრაქციამ “რუსთავი საქართველოსთვის” მხარი დავუჭირეთ საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას

რუსთავის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

როგორც შელეგია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ტყუილია, რომ „ოპოზიციური ტანდემი“, რუსთავში ინვესტიციების გაჩერებით არის დაკავებული, როგორც მერი ნინო ლაცაბიძე საუბრობს, რადგან ფრაქციამ „საქართელოსთვის“ საკითხების გატანას საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირა.

“ქალაქის მერი კვლავ დაკავებულია მოქალაქეების შეცდომაში შეყვანით, ჩვენი პარტიის “საქართველოსთვის" მიზანმიმართული დისკრედიტაციით, არასწორი ინფორმაციების გაჟღერებით და უსაფუძვლო ბრალდებებით, რომ თითქოს “ოპოზიციური ტანდემი” (როგორც თქვა ქალაქის მერმა), დაკავებულია ქალაქში ინვესტიციების გაჩერებით…

ეს არის ტყუილი, ვინაიდან, ფაქტია, რომ ჩვენმა ფრაქციამ “რუსთავი საქართველოსთვის” მხარი დავუჭირეთ საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას. სიმართლე იქნებოდა თუ ქალაქ რუსთავის მერი იტყოდა, რომ რეალურად საკითხების საკრებულოზე გატანას მხარი არ დაუჭირა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიუროს სხდომაზე, სადაც უმრავლესობა აქვს მათ, იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ აიღო პასუხისმგებლობა და უარი თქვა თანამდებობებზე, რის შედეგადაც უმრავლესობა ბიუროში მიანიჭა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", თუმცა მხარი დაუჭირა საკითხების გატანას ოპოზიციურმა ფრაქციამ “რუსთავი საქართველოსთვის”. ამდენად, წარმოგიდგენთ სხდომის ოქმებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ის რამდენიმე საკითხი, რომელიც არ გავიდა საკრებულოს სხდომაზე, მხარდაჭერილია ჩვენი ფრაქციის მიერ სრულად, თუმცა წინააღმდეგი გახლდათ "ნაციონალური მოძრაობა". მეტი სიზუსტისთვის, “მომხრე-4” ვართ: ნოდარ შეროზია, ზაზა ჯაიანი, ნათია შელეგია, ლაშა ჩოფლიანი”,- წერს საკრებულოს წევრი „ფეისბუქზე“ და შესაბამის დოკუმენტაციას აქვეყნებს.

შეგახსენებთ, მანამდე რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია ,,საქართველოსთვის“ ტანდემი, რუსთავში ქალაქისთვის და რუსთაველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აფერხებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა