აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ

სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვასილ ბაბუნაშვილი მოაწერეს.

მემორანდუმი სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარების, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ბენეფიციარის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის, წარდგენილი პროექტის საერთო ღირებულების 70%-ს სოფლის განვითარების სააგენტო ფარავს, 20%-ს ეკონომიკური პროგრამების სააგენტო, 10%-ს კი ბენეფიციარი.

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარების თანადაფინანსების შემთხვევაში, სოფლის განვითარების სააგენტო ბენეფიციარის პროექტის საერთო ღირებულების 80%-ს აფინანსებს, ეკონომიკური პროგრამების სააგენტო 10%-ს, ბენეფიციარი კი 10%-ს.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პროგრამაში დამატებითი შეღავათის მისაღებად თანადაფინანსების მოთხოვნით ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს უნდა მიმართოს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს