საქართველოს პარლამენტის დეპუტატები „ჯარის ქალაქის“ მშენებლობას გაეცნენ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები მახათას მთაზე იმყოფებოდნენ, სადაც „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტარებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა და ბინათმშენებლობის სამუშაოები დაათვალიერებინა, დეპუტატებმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებზეც იმსჯელეს.

„ჯარის ქალაქის“ მშენებლობა ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. მახათას მთაზე სამხედროებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსია აშენებული, რომელშიც 1092 ბინაა განთავსებული. ყველა კორპუსში დასრულებულია კარკასული, ბლოკის წყობისა და ვიტრაჟის ჩასმის სამუშაოები. ბინები გამიჯნულია სამეზობლო და შიდა ტიხრებით, ასევე დასრულებულია სახურავის, კიბის უჯრედის, ლიფტის ჰოლისა და გაზიფიცირების სამუშაოები.

უკვე დამონტაჟებულია ლიფტები და მიმდინარეობს ფასადების მოწყობა. სამხედროებმა თეთრი კარკასის მდგომარეობით 50მ2, 80მ2 და 110მ2-იანი საცხოვრებელი ფართი, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეიძინეს. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 200 დოლარია. შესაბამისად, სამხედროები ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარს იხდიან. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება აქვთ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ.

პროექტი, რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, 2022 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება. ამ მიზნით, თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შევა, რომლის შედეგადაც მაიორი და ზევით ოფიცერთა შემადგენლობა, მასტერ-სერჟანტი და ზევით სერჟანტთა კატეგორია ბინას მიიღებს, რაც იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა