ოთარ შამუგია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის 30 წლიანი თანამშრომლობის და ქვეყნებს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ელჩს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ტექნიკური მხარდაჭერისა და საქართველოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის და სასათბურე მეურნეობების მოწყობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისათვის.

უწყების ინფორმაციით, ჭოუ ციენმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს; ქართული ღვინო განსაკუთრებულია და ჩინურ ბაზარზე ექსპორტის სტაბილური ზრდის რეალური პოტენციალი არსებობს.

ელჩის განცხადებით, არსებობს სურვილი, საქართველოსა და ჩინეთს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ მეტად გაღრმავდეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი