შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს შეხვდა, სადაც დარგში მიმდინარე და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა, მაია მიქაიამ და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, მაია მჭედლიშვილმა დეტალური პრეზენტაცია წარმოადგინეს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ახლად ამოქმედებული რეგლამენტის შესახებ, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიიღეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი რეგლამენტი არეგულირებს შემდეგ საკითხებს: შენობების მედეგობა და კონსტრუქციული სიმტკიცე, სახანძრო უსაფრთხოება, საევაკუაციო გზები და გასასვლელები, საფრთხის შემცველი ადგილები, ესკალატორები და მოძრავი სავალი ბილიკები, ასევე, სატვირთო პლატფორმები და პანდუსებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე განსაზღვრულია დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრები, მათ შორის: მიკროკლიმატი, განათება, ვენტილაცია და ასევე რეგლამენტით დადგენილია მინიმალური მოთხოვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) დასაქმებულთა და ორსული ქალებისათვის.

შეხვედრას სხვადასხვა კერძო კომპანიის 120-მდე შრომის უსაფრთხოების მენეჯერი ესწრებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო