„ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა, საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით, გზა გადაკეტეს

ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა, საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით, გზა გადაკეტეს.

ტერიტორიაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე მერიის ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ და ჯიხურების აღება სცადეს.

გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით, გზა დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი.

„მერიის ბიჭები მოვიდნენ და სამსახური გვაქვს ისეთი, უნდა წაგართვათო. არ შეიძლება გარეთ ვაჭრობაო. ჩემს ახლობელ გოგოს, რომელიც ავადმყოფია, მერიის მანქანა მოადგა უკან და სტაცა საქონლის ყუთს ხელი და ჩატენეს მანქანაში. ატყდა წივილ-კივილი. ამასობაში, ერთი ქალი ცუდად გახდა. ჩადეს მანქანაში ნივთები და უკან აღარაფერი დაუბრუნეს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა