გურამ მაჭარაშვილი - შეხვედრა ემთხვევა ომის მდგომარეობას - საინტერესოა, ხომ არ იყო ელჩის მხრიდან შეთავაზება ბატონი ბიძინას მიმართ, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში და ხომ არ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენ სანქციები ვერ დავაწესეთ

ეს შეხვედრა ემთხვევა ომის მდგომარეობას -საინტერესოა, ხომ არ იყო ელჩის მხრიდან შეთავაზება ბატონი ბიძინას მიმართ, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში, მანამდე ხომ არ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენ სანქციები ვერ დავაწესეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც როგორც ივანიშვილმა, ისე აშშ- ის ელჩმა დაადასტურა შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია, საჭიროა სხვა კითხვებსაც პასუხი გაეცეს და ითქვას, რაზე იყო საუბარი.

„არსებობს კითხვა, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და ეს შეხვედრა პრინციპში არ უარყო არც აშშ- ის ელჩმა, არსებობს ლეგიტიმური კითხვა, რომ 3 საათის განმავლობაში ხომ არ ჰქონდა კითხვა ელჩს მთავრობასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება ხომ არ გამოთქვა, მათ შორის, ჩვენი დამოკიდებულება ომთან დაკავშირებით, სანქციებთან დაკავშირებით, ხომ არ იყო ეს კითხვა და ამის შემდგომ ხომ არ იყო ერთგვარი შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მას შემდგომ რაც ერთმა მხარემაც და მეორემაც დაადასტურეს, რომ შეხვედრა შედგა და ეს ემთხვევა უკვე ომის მდგომარეობას, ბუნებრივია, ამ დროს საინტერესოა, ხომ არ იყო ელჩის მხრიდან შეთავაზება ბატონი ბიძინას მიმართ, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში ან მანამდე ხომ არ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენ სანქციები ვერ დავაწესეთ გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო და ამ კითხვებზე კარგი იქნებოდა ეპასუხა,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, გურამ მაჭარაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს, როგორც თავად ამბობს იმისთვის, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია გაუზიაროს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს