სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და პოლონეთის ფარმაცევტულ ინსპექტორატის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და პოლონეთის ფარმაცევტულ ინსპექტორატის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო გეგმები განიხილეს და ერთმანეთს ფარმაცევტული სექტორის ინსპექტირების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთი-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, წამლის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი ნანა შაშიაშვილი და პოლონეთის მთავარი ფარმაცევტული ინსპექტორატის წამლის საბითუმო ბრუნვის განყოფილების ხელმძღვანელი ანა ჰემპერეკი, სამუშაო ვიზიტით GDP სერტიფიკატის მფლობელ ერთ-ერთ კომპანიაში შპს ,,გლობალფარმი“ იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ საბითუმო რეალიზატორის ინფრასტრუქტურას, ხარისხის სისტემას, პროცესების და დოკუმენტაციის მართვის სისტემებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლიდან დაგეგმილია ფარმაცევტულ საწარმოებში, საბითუმო დისტრიბუტორებსა და აფთიაქებში პოლონელი და ქართველი ინსპექტორების ერთობლივი ვიზიტები.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პოლონეთი-საქართველოს თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც წამლის მიმოქცევის სფეროში საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზების, ასევე ინსპექტირების უნიფიცირებული სტანდარტების, ნორმების და მიდგომების ჩამოყალიბების მიმართულებით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ეფექტიანი, უვნებელი და ხარისხიანი, ევროპული სტანდარტის სამკურნალო საშუალებების მიმოქცევას საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა