ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებაზე -  300-ზე მეტი ევროპარლამენტარი სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას - მგონი, ამ "მესიჯის" ადრესატი სწორედ 308 ევროპარლამენტარია, „ენჯეოები“, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები

300-ზე მეტი ევროპარლამენტარი სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას განაცხადა, სადაც აღნიშნავს, რომ „ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირებული იყოს ევროკავშირის წევრობის მკაფიო გზამკვლევზე“.

როგორც კობახიძე განმარტავს, ძალიან დიდია იმ პირთა ჩამონათვალი, რომელიც სხვის ფულზე ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავს.

მისივე შეფასებით, აღნიშნულით არიან დაკავებულები „ენჯეოებიც“ და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც“.

„ძალიან საინტერესო მესიჯია. ამ დროს და ენერგიას ხარჯავდა და ახლაც ხარჯავს 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი, რომელიც სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას. ამ თემას რეზოლუციაც მიუძღვნეს. ესენი არიან „ენჯეოებიც“, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ძალიან დიდია იმ პირთა ჩამონათვალი, რომელიც სხვის ფულზე ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავს. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენც გვიწევს პასუხის გაცემა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მგონი, ამ მესიჯის ადრესატი სწორედ ეს 308 ევროპარლამენტარია, „ენჯეოები“...

როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება და ყველას ესმის ამ განცხადებების და ორკესტრირებული შტურმის პოლიტიკური დატვირთვა, მნიშვნელოვანია, ყველა, ვინც ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებით არის დაინტერესებული გაემიჯნოს შესაბამის ორკესტრირებულ შტურმს და განცხადებებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართული საზოგადოებისთვის ელჩის პოზიციის მოსმენა“,- აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირებული იყოს ევროკავშირის წევრობის მკაფიო გზამკვლევზე“. კელი დეგნანის შეფასებით, შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. მისი განმარტებით, როდესაც აშშ სანქციებს აწესებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ცნობილი ხდება, რადგან ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია