ირაკლი კობახიძე გურამ მაჭარაშვილის „ქართული ოცნებიდან“ გასვლაზე - ადამიანურად ეს სამწუხაროა - გურამთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე გვერჩივნა, რომ ჩვენ ერთი პარტია ვყოფილიყავით

ადამიანურად ეს სამწუხაროა. გურამთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე გვერჩივნა, რომ ჩვენ ერთი პარტია ვყოფილიყავით, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ გურამ მაჭარაშვილი „ქართულ ოცნებას" ტოვებს და სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფს უერთდება.

როგორც კობახიძე განმარტავს, მას, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ აქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას უთხრას ის, რაც კულისებსა და კაბინეტში ხდება, სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფი კი ამ სტატუსისგან გათავისუფლებულია.

“ადამიანურად ეს სამწუხაროა. გურამთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე გვერჩივნა, რომ ჩვენ ერთი პარტია ვყოფილიყავით, ერთი ფრაქცია და გუნდი. თუმცა, იცით, რომ რამდენიმე ადამიანმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. მათ სურთ, გათავისუფლდნენ სტატუსისგან იმისთვის, რომ მეტი თქვან საზოგადოების წინაშე. ეს მათი არჩევანია, ჩვენ ამაზე განსხვავებული შეხედულებები გვქონდა. მე მაგალითად, სრულ სიმართლეს ვერ ვეუბნები საზოგადოებას, იმისთვის, რომ რაღაცებს გავუფრთხილდე. მე, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ მაქვს საშუალება, რომ საზოგადოებას ვუთხრა, ის, რაც კულისებსა და კაბინეტში ხდება, იმისთვის, რომ რაღაცებს გავუფრთხილდე.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვექნება პარლამენტში პრობლემები. ჩვენ მყარი უმრავლესობა გვაქვს და ყველა გადაწყვეტილება სათანადოდ იქნება მიღებული. გუნდი ერთიანია და ძლიერი“,-აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას" ტოვებს და დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით განაგრძობს პარლამენტში საქმიანობას. როგორც მან თავად განმარტა, გუნდს ტოვებს იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას მსგავსად იმ დეპუტატებისა, რომლებმაც ეს უკვე გააკეთეს. მისივე განმარტებით, „ქართულ ოცნებასთან" არ აქვს რაიმე პოლიტიკური შეუთავსებლობა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია