განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი თემატური მოკვლევის ფარგლებში რეგიონულ შეხვედრას კახეთში მართავს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული - „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში" თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი ხელმძღვანელობს, რიგით მეორე რეგიონალურ შეხვედრას, კახეთში მართავს.

მოკვლევის მიზანს სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსების საჭიროებების შესწავლა წარმოადგენს.

სამუშაო ჯგუფმა პირველი ზეპირი მოსმენა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გამართა, სადაც მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებსა და წერილობითი მოსაზრებების ავტორებს მოუსმინა.

შეხვედრაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლების პრობლემები და საჭიროებები განიხილეს.

„განათლების და მეცნიერების კომიტეტი აგრძელებს ვიზიტებს რეგიონებში. ვიმყოფებით კახეთის რეგიონში. მოვინახულებთ საგარეჯოს, თელავის და გურჯაანის სკოლებს. ადგილზე გავეცნობით ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს, სასწავლო პროცესს, მასწავლებლებთან დაკავშირებულ საკითხებს. დავაიდენტიფიცირებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც არსებობს ადგილზე, რათა შემდგომ, მოკვლევის ფარგლებში, განვსაზღვროთ ის რეკომენდაციები, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ამ პრობლემების მოგვარებას",- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა.

ვიზიტის ფარგლებში დეპუტატებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიც მოინახულეს.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია სკოლებში არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობა და მის გასაუმჯობესებლად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

„კახეთის რეგიონში ჩვენი ვიზიტის მიზანია, უშუალოდ ადგილზე გავეცნოთ იმ გამოწვევებსა და ხარვეზებს, რომელიც სკოლებში არსებობს. მოკვლევის ფარგლებში გავწეროთ კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც ემსახურება სკოლის, სასკოლო გარემოს, სასკოლო რესურსების გაუმჯობესებას და ჩვენი მოსწავლეებისათვის უკეთესი სასკოლო გარემოს შექმნას",- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებთან ერთად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში იმყოფება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი.

„განათლების და მეცნიერების კომიტეტი იმყოფება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში თემატური მოკვლევის ფარგლებში. შეხვდნენ სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს. აგრეთვე მოინახულეს მანავის საჯარო სკოლა და ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარებას, რაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის განათლების სექტორში არსებობს",- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები ხათუნა კვიციანი და როსტომ ჩხეიძე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი და მერიის წარმომადგენლები.

აღნიშნული თემატური მოკვლევის ფარგლებში, კომიტეტი უკვე ესტუმრა მესტიის მუნიციპალიტეტს.

სამდღიანი გასვლითი სამუშაო ვიზიტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს