ანონსი 29 ივლისი

29 ივლისს, 10:00 საათზე, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) საქართველოში უკრაინის ომის შესახებ გავრცელებულ რუსული დეზინფორმაციის შესახებ შუალედურ ანგარიშს წარადგენს.

მის.: დავით აღმაშენებლის გამზ.N189 (საქართველოს რეფორმების ასოციაციის ოფისი)

საკონტაქტო: ჯაბა ქურიძე - 591 45 49 75

29 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2022 წლის ივნისი.

მის: ცოტნე დადიანის #30

29 ივლისს, 12:00 საათზე, უზენაესი საბჭოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან უზენაესი საბჭოს დეპუტატები, ეროვნული მოძრაობის წევრები, პოლიტიკურ პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

თემა: მინაწილეები იმსჯელებენ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის შესახებ, ასევე განხილული იქნება უზენაესი საბჭოს ფუნქციონირების სამომავლო გეგმები.

მის: სასტუმრო „ბილტმორი“ (სართული 2)

29 ივლისს, 14:00 საათზე, მესტიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დღესასწაულს „სვანეთობა 2022“ დაესწრება.

29 ივლისს, 14:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათემატიკური ოლიმპიადის M ვექტორის გამარჯვებულთა დაჯილდეობა გაიმართება.

მის.: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, მე-5 შესახვევი

29 ივლისს, 15:00 საათზე, საპარლამენტო ოპოზიციის წევრების შეხვედრა გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

29 ივლისს, 15:30 საათზე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) „აგრო ინოვაციები სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში“ შეხვედრა გაიმართება. საკონტაქტო: ნათია მსხილაძე - 591 05 19 05

29 ივლისს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „ბიჭვინთისთვის“ გაიმართება.

თემა: აქციის მონაწილეები „რუსეთის მხრიდან მორიგ ანექსიას და ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების დუმილს გააპროტესტებენ“.

საკონტაქტო: გიგა ბენია - 568 15 62 15; გელა ხასაია - 599 94 61 73

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა