ალუდა ღუდუშაური - „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს არაფერი უთქვამს გადაბრუნებული ელჩის და საელჩოს მისამართით - ჩვენ ისე ახლოს ვართ აშშ-სთან თანამშრომლობით, როგორც არცერთი ხელისუფლება არ ყოფილა ისტორიაში

ყველაფერი უკან მიდევნებული ლამპრის მდგომარეობაში ხდება, ელჩმა თქვა, რომ ძალიან დიდი ხანია, რაც ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია, ამის შემდეგ ვხედავთ განცხადებას, სადაც ნახსენებია კონკრეტული თარიღი და ხანგრძლივობა შეხვედრის, ცხადია, ამას სჭირდება პასუხები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც უპასუხა აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის მიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კითხვას.

როგორც ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განმარტა, აუცილებელია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე.

ღუდუშაურის თქმით, საინტერესოა, რა სტატუსით მოხდა კელი დეგნანსა და "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა.

"ცხადია, თვითონ საელჩოს ინტერესიც უნდა იყოს და ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს წერტილი დაესმება. ვისურვებდი უფრო მეტი სიცხადე ყოფილიყო, თუნდაც ქალბატონი ელჩის განცხადებაში. საინტერესოა, რა სტატუსით მოხდა ეს შეხვედრა და რა მიზანს ემსახურებოდა. შეხვედრის ხანგრძლივობაც ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს. 3 საათი რაზე შეიძლება ისაუბრონ, როდესაც ადამიანი არ მონაწილეობს პოლიტიკაში“,- აცხადებს ღუდუშაური.

ამასთან, ღუდუშაურის თქმით, დღემდე პასუხი არ არის, უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს მისამართით გამოთქმულ „მძიმე ბრალდებებსა" და "ცილისწამებაზე“ და საჭიროა მკაფიო პოზიცია.

„უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველო იყო დადანაშაულებული, გახსოვთ როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენს ქვეყანას, თითქოს სანქცირებულ ტვირთებს ვატარებდით. ეს იყო მძიმე ბრალდება და ცილისწამება, რომელზეც დღემდე პასუხები ვერ მივიღეთ. ჩვენ გვჭირდება პოზიცია, რომელიც იქნება მკაფიო და ამომწურავი, დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ქართველ ხალხს",- დასძინა მან.

ღუდუშაურმა ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტშიც, ის წუხილს გამოთქვამს, აღქმებთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის ელჩის მისამართით "ქართული ოცნების" პოზიციას უკავშირდება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ და მთავრობის არცერთ წარმომადგენელს არც ელჩის და არც საელჩოს მისამართით, „არაფერი გადაბრუნებული არ უთქვამთ“ და საქართველო ისე ახლოს არის აშშ-სთან, როგორც არცერთ ხელისუფლების დროს.

"გულწრფელად ვწუხვარ, რომ ელჩთან დაკავშირებით ასეთი აღქმები არსებობს, „ქართული ოცნების“ და მთავრობის არცერთ წარმომადგენელს არაფერი გადაბრუნებული არ უთქვამს არც ელჩის და არც საელჩოს მისამართით. ჩვენ ისე ახლოს ვართ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორც არცერთი ხელისუფლება ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა. ამას აღიარებენ აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირები. როდესაც არის კითხვები, ამას სჭირდება პასუხები. უბრალოდ არ მესმის რა შუაშია ვინმეს შეურაცხყოფა, თავდასხმა ან მსგავსი რამ. მოსამართლე გამოვიდა და ღიად თქვა, რომ ის დაბლოკეს მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მიიღო გვარამიას საქმეზე, ცხადია ეს არის გაუგონარი რამ, მაშინ გამობრძანდნენ და თქვან, რომ ეს არის მისაღები“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით პარლამენტის სამუშაო ჯგუფების საქმიანობას, ღუდუშაურის თქმით, ევროპარლამენტარებმა თავიანთი თვალით ნახეს, როგორი დესტრუქციის მიმართულებით მიდის ოპოზიცია, რადგან მათი მუშაობის მიზანი მხოლოდ "შოუების მოწყობაა".

„ევროპარლამენტარებმა თავიანთი თვალით ნახეს, როგორი დესტრუქციის მიმართულებით მიდის ოპოზიცია. სამუშაო ჯგუფები შევქმენით მეორე დღეს და შევუდექით 12 პუნქტის დაუყოვნებლივ შესრულებას, 12 პუნქტიდან პირველი და უმთავრესი არის დეპოლარიზაცია, რომელსაც სჭირდება ორივე მხარის ნება. ჩვენ ეს ნება გამოვხატეთ, კარი გვაქვს ღია და ვაძლევთ თავიანთ პოზიციის დაფიქსირების საშუალებას, მაგრამ საბოტაჟს უკეთებენ ამ შეთავაზებას. ისეთი მოთხოვნები აქვთ, რომელიც 12 პუნქტს საერთოდ არ გულისხმობს, მათი მუშაობის მიზანი არის მხოლოდ შოუების მოწყობა. უნდა შევთავაზოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ წარმომადგენლები გამოყონ და დააკვირდნენ ამ პროცესს, რომელიც ღია და საჯარო იქნება“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ალუდა ღუდუშაური - „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს არაფერი უთქვამს გადაბრუნებული ელჩის და საელჩოს მისამართით - ჩვენ ისე ახლოს ვართ აშშ-სთან თანამშრომლობით, როგორც არცერთი ხელისუფლება არ ყოფილა ისტორიაში

ყველაფერი უკან მიდევნებული ლამპრის მდგომარეობაში ხდება, ელჩმა თქვა, რომ ძალიან დიდი ხანია, რაც ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია, ამის შემდეგ ვხედავთ განცხადებას, სადაც ნახსენებია კონკრეტული თარიღი და ხანგრძლივობა შეხვედრის, ცხადია, ამას სჭირდება პასუხები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც უპასუხა აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის მიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კითხვას.

როგორც ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განმარტა, აუცილებელია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე.

ღუდუშაურის თქმით, საინტერესოა, რა სტატუსით მოხდა კელი დეგნანსა და "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა.

"ცხადია, თვითონ საელჩოს ინტერესიც უნდა იყოს და ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს წერტილი დაესმება. ვისურვებდი უფრო მეტი სიცხადე ყოფილიყო, თუნდაც ქალბატონი ელჩის განცხადებაში. საინტერესოა, რა სტატუსით მოხდა ეს შეხვედრა და რა მიზანს ემსახურებოდა. შეხვედრის ხანგრძლივობაც ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს. 3 საათი რაზე შეიძლება ისაუბრონ, როდესაც ადამიანი არ მონაწილეობს პოლიტიკაში“,- აცხადებს ღუდუშაური.

ამასთან, ღუდუშაურის თქმით, დღემდე პასუხი არ არის, უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს მისამართით გამოთქმულ „მძიმე ბრალდებებსა" და "ცილისწამებაზე“ და საჭიროა მკაფიო პოზიცია.

„უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველო იყო დადანაშაულებული, გახსოვთ როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენს ქვეყანას, თითქოს სანქცირებულ ტვირთებს ვატარებდით. ეს იყო მძიმე ბრალდება და ცილისწამება, რომელზეც დღემდე პასუხები ვერ მივიღეთ. ჩვენ გვჭირდება პოზიცია, რომელიც იქნება მკაფიო და ამომწურავი, დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ქართველ ხალხს",- დასძინა მან.

ღუდუშაურმა ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტშიც, ის წუხილს გამოთქვამს, აღქმებთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის ელჩის მისამართით "ქართული ოცნების" პოზიციას უკავშირდება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ და მთავრობის არცერთ წარმომადგენელს არც ელჩის და არც საელჩოს მისამართით, „არაფერი გადაბრუნებული არ უთქვამთ“ და საქართველო ისე ახლოს არის აშშ-სთან, როგორც არცერთ ხელისუფლების დროს.

"გულწრფელად ვწუხვარ, რომ ელჩთან დაკავშირებით ასეთი აღქმები არსებობს, „ქართული ოცნების“ და მთავრობის არცერთ წარმომადგენელს არაფერი გადაბრუნებული არ უთქვამს არც ელჩის და არც საელჩოს მისამართით. ჩვენ ისე ახლოს ვართ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორც არცერთი ხელისუფლება ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა. ამას აღიარებენ აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირები. როდესაც არის კითხვები, ამას სჭირდება პასუხები. უბრალოდ არ მესმის რა შუაშია ვინმეს შეურაცხყოფა, თავდასხმა ან მსგავსი რამ. მოსამართლე გამოვიდა და ღიად თქვა, რომ ის დაბლოკეს მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მიიღო გვარამიას საქმეზე, ცხადია ეს არის გაუგონარი რამ, მაშინ გამობრძანდნენ და თქვან, რომ ეს არის მისაღები“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით პარლამენტის სამუშაო ჯგუფების საქმიანობას, ღუდუშაურის თქმით, ევროპარლამენტარებმა თავიანთი თვალით ნახეს, როგორი დესტრუქციის მიმართულებით მიდის ოპოზიცია, რადგან მათი მუშაობის მიზანი მხოლოდ "შოუების მოწყობაა".

„ევროპარლამენტარებმა თავიანთი თვალით ნახეს, როგორი დესტრუქციის მიმართულებით მიდის ოპოზიცია. სამუშაო ჯგუფები შევქმენით მეორე დღეს და შევუდექით 12 პუნქტის დაუყოვნებლივ შესრულებას, 12 პუნქტიდან პირველი და უმთავრესი არის დეპოლარიზაცია, რომელსაც სჭირდება ორივე მხარის ნება. ჩვენ ეს ნება გამოვხატეთ, კარი გვაქვს ღია და ვაძლევთ თავიანთ პოზიციის დაფიქსირების საშუალებას, მაგრამ საბოტაჟს უკეთებენ ამ შეთავაზებას. ისეთი მოთხოვნები აქვთ, რომელიც 12 პუნქტს საერთოდ არ გულისხმობს, მათი მუშაობის მიზანი არის მხოლოდ შოუების მოწყობა. უნდა შევთავაზოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ წარმომადგენლები გამოყონ და დააკვირდნენ ამ პროცესს, რომელიც ღია და საჯარო იქნება“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის