ბაკურიანში დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება

ბაკურიანში დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის 2.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთი საკურორტო ზონაში, დასახლებულ პუნქტში გადის. გზის მიმდებარედ განთავსებულია სასტუმროები, მაღაზიები და საცხოვრებელი სახლები. დღის საათებში მოძრაობის ინტენსივობის გამო, სამუშაოები ღამე წარმოებს. ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობა და ელექტრო ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, ადგილობრივ გზებთან და შესასვლელებთან გაკეთდება მიერთებები, ხოლო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საკურორტო ზონაში საგზაო ინფრასტრუქტურას. დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას განახლებული და კომფორტული გზით გადაადგილების საშუალება ექნებათ.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.3 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
"გალფის" ინიციატივით 100 პირველკურსელს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო, ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება
„საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება რეკორდულ მაქსიმუმზეა
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის