თბილისის საკრებულოს  პროექტი - „კინო ყველგან“ გრძელდება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტი ,,კინო ყველგან’’ გრძელდება.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში მდებარე ახალ პარკში ამჯერად რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმის - „დედე“ ჩვენება გაიმართა. პროექტი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების აქტიური ჩართულობით ხორციელდება.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, პროექტის მიზანი ღია კინოჩვენებების დავიწყებული ტრადიციის აღდგენა და დედაქალაქის ყველა უბანში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობაა. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, დასვენებისთვის განკუთვნილი რეკრეაციული სივრცეები კულტურული კომპონენტით შეივსება და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ქართული კინემატოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრები იქნება ნაჩვენები.

„ქართული კინო ქართული კულტურის ნაწილია. ჩვენი მიზანიც სწორედ ქართული კინოს პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა. ვფიქრობ, პანდემიის შემდეგ, მსგავსი აქტივობები საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, პროექტი სავარაუდოდ სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

პროექტის მნიშვნელობაზე საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კინოჩვენება თბილისის სხვადასხვა რაიონში გაიმართება.

„თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით, ძალიან კარგ კამპანიას ჩაეყარა საფუძველი. ვფიქრობ, ძირითადი ინფრასტრუქტურული, თუ სხვა სამუშაოების გარდა, მსგავსი კულტურული ღონისძიებების მოწყობაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა რაიონში, თანამედროვე ქართველი რეჟისორების ნამუშევრები იქნება ნაჩვენები“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმის - „დედე“ ჩვენების სპონსორები შპს „ბრავო-ს“, კომპანია „ზედაზენი“ და კომპანია „ფრიქსი“ იყვნენ. დიდ დიღომში მდებარე ახალ პარკში გამართულ ჩვენებას, თბილისის საკრებულოს, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები და ქართული კინოს მსახიობები დაესწრნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა