ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Duty free-ის ობიექტის მოწყობის მიზნით გამართულ აუქციონში შპს „ეი თი იუ ჯორჯია“-მ (ATU) გაიმარჯვა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის (Duty free) მოწყობის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში, 97 ბიჯით შპს “ეი თი იუ ჯორჯიამ” (ATU) გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) სათაო ოფისში კომპანიის დირექტორმა თამარ არჩუაძემ და „ეი თი იუ ჯორჯიას“ სტრატეგიული მიმართულებების დირექტორმა აჰმეთ ქოთეჰნემ მოაწერეს. ხელშეკრულების ვადა 7 წლით განისაზღვრა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წლის ბოლომდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ორი განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის (Duty free) სივრცე მოეწყობა, სადაც მგზავრებს სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის ყიდვა შეეძლებათ.

როგორც კომპანიის დირექტორმა თამარ არჩუაძემ აღნიშნა, შპს “ეი თი იუ ჯორჯიამ’’ საკმაოდ კონკურენტულ გარემოში გაიმარჯვა.

„ კომპანიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მოწყობის მიმართულებით. ქუთაისის აეროპორტის გაფრენის დარბაზის 568 კვ.მეტრზე მოეწყობა თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, რომელიც დაყოფილი იქნება ორ ნაწილად: კონცეპტუალურად ერთ-ერთი მათგანი ქართულ პროდუქციას დაეთმობა, რაც ქართველი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. იმედი გვაქვს, რომ შემდეგი 7 წლის განმავლობაში ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება“,-განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ATU Duty Free მომსახურებას 7 ქვეყნის 21 აეროპორტსა და 1 საკრუიზო პორტში სთავაზობს. კომპანია ფლობს 110 ზე მეტ მაღაზიას, მათ შორის 20 პრემიუმ ბრენდის მაღაზიას სტამბოლის აეროპორტში. ასევე, სთავაზობს Duty Free მომსახურებას მაკედონიის, ლატვიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის აეროპორტებში.

როგორც აჰმეთ ქოთეჰნემ აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან ლამაზი და თანამედროვე კონცეპტ-დიზაინის მაღაზია იქნება.

,,გვქონდა შესაძლებლობა, რომ კვლავ მიგვეღო აუქციონში მონაწილეობა და გაგვიმართლა, რომ გავიმარჯვეთ. მოუთმენლად ველოდებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან მუშაობას. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ მათთან. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან ლამაზი და თანამედროვე კონცეპტ-დიზაინის მაღაზია გვექნება, რომელიც UN STUDIO-სა და აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით შეიქმნა. ჩვენ ვმუშაობთ 40 ზე მეტ ადგილობრივ კომპანიასთან, ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაცნობთ ადგილობრივ პროდუქციას სხვა ქვეყნებს”,- განაცხადა აჰმეთ ქოთეჰნემ.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ATU Duty Free დაფუძნებულია TAV Airports ისა და Gebr. Heinemann-ის მიერ და არის თურქეთში ერთ-ერთი წამყვანი Duty Free ოპერატორი კომპანია და მგზავრებს 50, 000 ზე მეტ პროდუქტს, მსოფლიოში წამყვან ბრენდებსა და ხელსაყრელ ფასებს სთავაზობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა