პრემიერი - გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ აშშ-სთან, ევროპასთან ურთიერთობები გავაძლიეროთ - ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ეს არის შეუქცევადი გზა, სხვა ყოველგვარი სპეკულაცია არის საფუძველს მოკლებული

ერთი მინდა ვთქვა, მე, როგორც მთავრობის მეთაური ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს ურთიერთობები, რომელიც გვაქვს ამერიკასთან, ევროპასთან კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ უპირისპირდება ხელისუფლება საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკასთან. ამავდროულად, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ქვეყანას დიდი განსაცდელი, ომი აარიდა თავიდან.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს საზოგადოებას - ჩვენ, რომ იტყვიან, ძალიან დიდი განსაცდელი გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ჩვენმა გუნდმა, მთლიანად ჩვენ, ყველამ ერთად მოვახერხეთ ის, რომ ეს განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ავარიდეთ. მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, პროვოკაციისა და პირდაპირი მოწოდებებისა, ჩვენმა გუნდმა თავიდან აიცილა ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ხალხს და ქვეყანას დამართნოდა, ეს არის ომი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით მშვიდობა, სტაბილურობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ არის შემთხვევით. ასე რომ, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, დინჯად, მტკიცედ ჩვენი ქვეყნის მართვა და წინსვლა. რა თქმა უნდა, ამავდროულად მინდა ვთქვა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან.

ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საზოგადოების მხრიდან, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ კითხვების დასმაში, ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. ერთი მინდა ვთქვა, რომ მე, როგორც მთავრობის მეთაური ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს ურთიერთობები, რომელიც გვაქვს ამერიკასთან, ევროპასთან კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ეს არის შეუქცევადი გზა. სხვა ყველაფერი, ყოველგვარი სპეკულაციები არის საფუძველს მოკლებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია