კედიას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობამ კედიას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დიდუბის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, სპირიდონ კედიას ქუჩის N10ა-დან აკაკი წერეთლის გამზირამდე 600 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი ეწყობა და წერეთლის გამზირზე მთავარ კოლექტორზე დაერთდება. ამასთან, წერეთლის გამზირზე არსებულ და ამორტიზებულ ქსელს რეაბილიტაცია უტარდება და 600 დიამეტრის მქონე მილის ნაცვლად, 800-იანი მილი ეწყობა, რომელიც უკეთ უზრუნველყოფს წყლის ნაკადის მიღებას.

,,მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, დიდუბის რაიონის გამგებელ ვლადიმერ ძნელაძესთან და დედაქალაქის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტს შპს „პიკო“ ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 187 570 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს