ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი - ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკის პროგნოზების შემცირების ფონზე, რაც საგარეო შოკების მიმართ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს

მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები ივნისშიც გაგრძელდა - ზრდამ 7,2 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი - ივნისის მაჩვენებელი 10,5 პროცენტით განისაზღვრა”,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გლობალური ეკონომიკის პროგნოზს შემცირების მიმართულებით აზუსტებენ. აღნიშნული, რა თქმა უნდა, საგარეო შოკების მიმართ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს,“ - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, საქსტატის თანახმად, 2022 წლის ივნისის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და მომსახურების სექტორში, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური აქტივობის ზრდას ხელი შეუწყო როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნის ზრდამ. მისი თქმით, გაჯანსაღების ტენდენციები ასევე მაღალია ტურიზმის სექტორში, კერძოდ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ივნისში პანდემიამდე 2019 წლის ივნისში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 88.7 პროცენტი იყო, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 301.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს