ლევან იოსელიანი - როცა ოკუპაციას ეხება საქმე, განცხადებები უნდა იყოს პრინციპული - არ ვარ მომხრე არც ზედმეტი აჟიოტაჟის, არც ზედმეტი სიჩუმის, თუმცა რასაც მთავრობა აკეთებს, ეს უფრო მეტია, ვიდრე ზედმეტი სიჩუმე

როცა შენი ქვეყნის ოკუპაციას ეხება საქმე, იქ განცხადებები უნდა იყოს პრინციპული, მე არ ვარ მომხრე არც ზედმეტი აჟიოტაჟის, არც ზედმეტი სიჩუმის - ის, რასაც აკეთებს ახლა საგარეო უწყება და მთავრობა, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე ზედმეტი სიჩუმე,- ასე ეხმიანება "მოქალაქეების" დეპუტატი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან პრემიერ- მინისტრის კომენტარს ბიჭვინთის ანექსიაზე, რომელმაც პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ატეხონ.

იოსელიანი აცხადებს, რომ მიუღებელია, როცა ამ საკითხზე მთავრობა დუმს და სიჩუმე შეიძლება ძვირი დაუჯდეს ქვეყანას.

„მე არ ვფიქრობ, რომ როცა საგარეო უწყებას მივწერე წერილი და ვთხოვე რეაგირება მოახდინოს ჩვენი ტერიტორიის ანექსიაზე, ეს არის ზედმეტი აჟიოტაჟი. ვფიქრობ, ეს არის მინიმალური, რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა ერთ დეპუტატს. მე ზედმეტი არაფერი მიყვარს, ყველაფერი საჭიროა იყოს ზომიერი. ყველა პოლიტიკოსი თავისი განცხადების ფარგლებში იმ პოლიტიკურ ფასს იხდის, როგორიც არის მისი განცხადება.

მე ვფიქრობ, როცა შენი ქვეყნის ოკუპაციას ეხება საქმე, იქ განცხადებები უნდა იყოს პრინციპული. მე არ ვარ არაფერი ზედმეტის მომხრე, არც ზედმეტი აჟიოტაჟის, არც ზედმეტი სიჩუმის. მე ვარ ზომიერების მომხრე და ეს ზომიერება გულისხმობს იმას, რომ როცა ასეთი რამ ხდება, განცხადება იყოს პრინციპული და სიჩუმე ძვირი არ დაუჯდეს ჩვენს ქვეყანას. ის, რასაც აკეთებს ახლა საგარეო უწყება და მთავრობა, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე ზედმეტი სიჩუმე,"- განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანს ასევე ჰკითხეს, რის დემონსტრირებაა ის, როცა პრემიერ- მინისტრი სვანეთში „ქართული ოცნებიდან" წასულ დეპუტატ სოზარ სუბართან ერთად ჩადის, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა, რაზეც იოსელიანი პასუხობს, რომ "ქართული ოცნების" და მისგან გასული დეპუტატების რიტორიკა არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ამიტომ, მათი ერთად გამოჩენა არ უკვირს.

„რა რისი დემონსტრირებაა გამიჭირდება ვთქვა, მაგრამ ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" რიტორიკა დიდად არ განსხვავდება იმ რიტორიკისგან, რაც მისგან გასულმა ადამიანებმა აირჩიეს. "ქართული ოცნება" ეთანხმება ხოლმე მათ გზავნილებს და რიტორიკას, ასე რომ, არც გამკვირვებია”, - განაცხადა იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო