აგრო ინოვაციები სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) პროექტის -„აგრო ინოვაციები სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში" ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სტუდენტები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, პროექტის „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ შეჯამება და ორი მიმართულებით პროფესიული უნარების კონკურსი გაიმართა: დეკორატიული მებაღეობა და ინოვაციური იდეების კონკურსი სოფლის მეურნეობაში.

მათივე ინფორმაციით, კონკურსის შედეგად ხუთი გამარჯვებული სტუდენტი, მათ შორის, სამი მებაღეობიდან და ორი ინოვაციური იდეებიდან, გამოვლინდა. ყველა მონაწილე სტუდენტს სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს პლანშეტები და ციფრული აქსესუარები გადაეცა.

„პროექტი საქართველოს რვა რეგიონში განხორციელდა: სამეგრელო, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, შიდა-ქართლი, აჭარა და იმერეთი. პროექტის ფარგლებში 22 დუალური პროგრამა შეიქმნა და განხორციელდა. 300-მდე სტუდენტი გადამზადდა, მათ შორის, 6 შშმ პირი და 119 ქალი სტუდენტი, 50-მდე ინსტრუქტორი, კერძო სექტორისთვის 36 გრანტი გაიცა. ასევე, პროექტის ფარგლებში სექტორული უნარების ორგანიზაციის „აგრო დუო“ დაფუძნდა, 10-მდე სხვადასხვა ტიპის განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული კვლევა ჩატარდა, შვეიცარიასა და ნიდერლანდებში სასწავლო ტური განხორციელდა. 30-მდე სასწავლო ვიდეო შეიქმნა და ჟურნალი „პროფესიული განათლება“ გამოიცა“,- აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროფესიული განათლების და ტრენინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მესხიშვილმა.

პროექტი "სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება" გაეროს განვითარების პროგრამის UNDP შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SDC მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (MOES) მონაწილეობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის GFA კოორდინაციით განხორციელდა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა