ცესკო - ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და მედიასაშუალება უწყების დისკრედიტაციის მიზნით იყენებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და მედიასაშუალება უწყების დისკრედიტაციის მიზნით იყენებს.

მათივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მოწოდება გაკეთდა, რომ მან პარლამენტს არცერთი კანდიდატი არ წარუდგინოს, რაც მიზანმიმართული დისკრედიტაციის და პროცესის დაზიანების მცდელობაა.

ცესკო ჩართულ მხარეებს, მათ შორის მედიას, მოუწოდებს, „საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ“.

„საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა გრძელდება. ამჯერად ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და მედიასაშუალება ამ მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესს იყენებს. საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მოწოდება გაკეთდა, რომ მან პარლამენტს არცერთი კანდიდატი არ წარუდგინოს, ვინაიდან პროცესი გაუმჭვირვალე და ფორმალური იყო.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ როდესაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი მიმდინარეობს, ამ ტიპის განცხადებები არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის და პროცესის დაზიანების მცდელობა. პოლიტიკური ძალების მხრიდან განცხადება დღეს ჯერ კიდევ კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესის დასრულებამდე გაკეთდა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო კომისიის სანდოობის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, რომელიც დაკომპლექტებულია, როგორც აკადემიური საზოგადოებისგან, ისე ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან.

კანდიდატების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უსაფუძვლოდ ეჭვქვეშ დაყენებაც მიუღებელია. ამ ტიპის განცხადებები კონკურსის მიმდინარეობის დროს აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული კანდიდატების რეპუტაციას, არამედ ზოგადად უწყებას. მოვუწოდებთ დაინტერესებულ ჩართულ მხარეებს კანდიდატებთან დაკავშირებით არგუმენტირებული მოსაზრებები წარმოადგინონ და უსაფუძვლო განცხადებებით ნუ აზიანებენ ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიც არის ცესკოს ხელმძღვანელისა და წევრების არჩევა.

გარდა ამისა, შევახსენებთ ოპონენტებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები პარლამენტმა უკვე ორჯერ მრავალპარტიული მხარდაჭერით აირჩია და არა ერთპარტიულად, როგორც ამას დაინტერესებული მხარეები აცხადებენ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე უწყება, რასაც არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასება ადასტურებს. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, ობიექტურობის და პროფესიონალიზმის ინდიკატორია არა ცესკოს თავმჯდომარის და კომისიის წევრების არჩევის პროცედურა, არამედ არჩევნების ორგანიზების ხარისხი. ამ თვალსაზრისით კი საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი კომპეტენცია არაერთხელ დაადასტურა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, მათ შორის მედიას, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისგან და ნუ შეუშლიან ხელს ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესის გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გარემოში წარმართვას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო