თემურ გიორგაძე - სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს, სპეციალიზებული სამაშველო ვერტმფრენები შეიძინოს

გასაგებია, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ბევრი ადამიანი ჰყავთ გადარჩენილი, ბევრი ოპერაცია წარმატებით შეუსრულებიათ, მაგრამ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს, რომ სპეციალიზებული სამაშველო ვერტმფრენები შეიძინოს, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ექსპერტმა, თემურ გიორგაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენების შეძენა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მოხდეს, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ, ქვეყნის რელიეფიდან გამომდინარე, რა ტიპის ვერტმფრენები გვჭირდება.

„საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენები არის სპეციალიზებული აღჭურვილობით და სპეციალური მოდელები, რომლებიც თავის შესასრულებელ დავალებას ასრულებენ. გასაგებია, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ბევრი ადამიანი ჰყავთ გადარჩენილი, ბევრი ოპერაცია წარმატებით შეუსრულებიათ, მაგრამ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს, რომ სპეციალიზებული სამაშველო ვერტმფრენები შეიძინოს. ასეთი რელიეფიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მრავალი ტიპის არსებობს. ამის სპეციალისტები არიან შვეიცარიაში, ავსტრიაში და შეიძლება მათი მოწვევა და ჩამოყალიბება, რა ტიპის ვერტმფრენი და რა ტიპის აღჭურვილობა შეიძლება გვქონდეს საგანგებო სიტუაციებს“, - განაცხადა თემურ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა