გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8 პირის ვინაობა ცნობილია

გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა ცნობილია.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშ­ვე­ლე­ბი - კახა ტორ­ჩი­ნა­ვა, გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი; მფრი­ნა­ვე­ბი - ანდრო ქუჯოშვილი,​ ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმიტრი ქა­ა­ძე; სასწრაფოს დახმარების ექი­მები - ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი, გიორგი ვე­ნეც­კი.

ინფორმაციისთვის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი" სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა