CNN - ამერიკელი პატიმრების გაცვლის სანაცვლოდ, რუსებს ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებაც სურთ, რომელიც გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ამერიკელი პატიმრების, პოლ უელანისა და ბრიტნი გრაინერის გაცვლის სანაცვლოდ, რუსმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-ისგან მოითხოვეს, რომ გარდა იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტისა, მათ რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებაც სურთ.

ინფორმაციას ექსკლუზიურად CNN ავრცელებს.

კრასიკოვი ის ჯაშუშია, რომელიც შარშან, გერმანიაში ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რუსებმა აღნიშნული თხოვნა შეერთებულ შტატებს ამ თვის დასაწყისში ეფ-ეს-ბეს არაოფციალური არხის მეშვეობით წარუდგინეს.

მედიის ცნობით, რუსეთის ამერიკისადმი თხოვნა კრასიკოვის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრობლემურად განიხილებოდა რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომაც, რომ კრასიკოვი სასჯელს გერმანიაში იხდის.

შედეგად, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ჩუმად მიმართეს გერმანელებს იმის თაობაზე, თუ რამდენად აქვთ კრასიკოვის „ვაჭრობაში ჩართვის“ მზაობა.

ცნობისთვის, რუსეთის დაზვერვის აგენტმა კრასიკოვმა 2019 წელს ბერლინის ცენტრში, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია