დღეიდან შიიტი მუსლიმები აშურას აღნიშვნას იწყებენ

დღეიდან შიიტი მუსლიმები აშურას აღნიშვნას იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„დღეიდან შიიტი მუსლიმები იწყებენ აშურას აღნიშვნას - გლოვის დღეების, რომელიც გაგრძელდება 8 აგვისტოს ჩათვლით, სადაც იხსენებენ 680 წელს (ჰიჯრის 61 წელი) ტრაგიკულად დაღუპულ იმამ ჰუსეინ იბნ ალის (მეოთხე ხალიფა ალის შვილი, წინასწარმეტყველ მუაჰამადის შვილიშვილი).

ამასთან დაკავშირებით ეწყობა იმამ ჰუსეინის გარდაცვალების გამო დატირებები და სამგლოვიარო მსვლელობები, ხდება შეკრებები,სადაც კითხულობენ ამბებს ჰუსეინისა და მისი ახლობლების ტანჯვა-წამების შესახებ, კითხულობენ მათი სულის მოსახსენიებელ ლოცვებს“,- ნათქვამია რელიიის საკითხთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა