კობა კობახიძე - თუ გაირკვევა, რომ პარაგლაიდინგის ფედერაციამ შესაბამის უწყებებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით მართლაც მიმართა და მათ ეს არ გაითვალისწინეს,  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს

პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ მდივანი სამართლებრივ საკითხებში, კობა კობახიძე აცხადებს, რომ თუ გაირკვევა, რომ პარაგლაიდინგის ფედერაციამ შესაბამის უწყებებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით მართლაც მიმართა და მათ ეს არ გაითვალისწინეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, სიტუაციის დასარეგულირებლად შესაბამისი კანონი შეიმუშაოს.

„როგორც მოტოციკლის მართვას სჭირდება მართვის მოწმობა, თავისუფალი ფრენის შემთხვევაშიც აუცილებელია ლიცენზია, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ასეთი სპორტის სახეობები საქართველოში საკმაოდ მასშტაბური გახდა. ამის დასარეგულირებლად საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობა. საქართველოს პარლამენტი ვალდებულია შესაბამისი კანონი შეიმუშაოს, რათა ეს სიტუაცია დაარეგულიროს,“ - განაცხადა კობა კობახიძემ.

მისივე თქმით, საინტერესოა ისიც, თუ რამდენად იყო პარაპლანისტი ლიცენზირებული და იყო თუ არა შესაბამისი უსაფრთხოების ზომები მიღებული.

„ამ ფაქტზე აუცილებელია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 251-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყოს, რაც უსაფრთხოების ზომებთან შეუსაბამო მომსახურებას გულისხმობს, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. პარაგლაიდინგის ფედერაცია ამბობს, რომ მათ შესაბამის უწყებებს კანონის შემოღებასთან დაკავშირებით მიმართეს, მაგრამ მათგან უკუკავშირის სახით ქმედებები არ მიუღიათ, ამიტომ, აუცილებლად გასარკვევია თუ კონკრეტულად ვის მიმართეს მათ და რატომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები პარაგლაიდინებთან დაკავშირებით. თუ გამოძიებით დადგინდება, რომ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი წესების და რეგულაციების პროექტები ჰქონდათ და პარლამენტის სხდომაზე ეს საკითხები არ გაიტანეს, ამ ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს“, - აცხადებს კობა კობახიძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია