ლატვია ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვის წინადადებით გამოდის

ლატვია ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვის წინადადებით გამოდის. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

მან დაგმო რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოლენივკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების „სასტიკი მკვლელობა და რუსი სამხედროების მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე საშინელებები“.

„ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო ტერორიზმის დამფინანსებლად უნდა განიხილოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ წინადადებას, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზის აკრძალვის დაწესების შესახებ“, - განაცხადა რინკევიჩმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა