Big Idea Challenge-ში თსუ-ს ორივე გუნდმა გაიმარჯვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო სტარტაპ კონკურზე - Big Idea Challenge წარდგენილი ორივე გუნდი გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, GRANDALA-ს გუნდი ქვეყნის ჩემპიონი და სოციალური გავლენის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა, ხოლო STUDIO FOR ARTISTS - შემოქმედებით კატეგორიაში.

„GRANDALA - წარმოადგენს მარიამ ისპირიანისა და გიულგიუნ მამედოვას იდეას, რომელიც საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სასწავლო ონლაინ პლატფორმის შექმნას გულისხმობს. პლატფორმა შესაძლებლობას მისცემს ენის სწავლის მსურველებსა და დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და გამოიყენონ ატვირთული სასწავლო მასალები.

STUDIO FOR ARTISTS - ონლაინ პლატფორმა შემოქმედი ადამიანებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს ხელოვანებს, გააცნონ საზოგადოებას საკუთარი თავი და ნამუშევრები. ვიდეო-ფიჩ კონკურსი Big Idea Challenge ბრიტანეთის საბჭოს „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ პროგრამის მონაწილე ქვეყნების ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან და მსოფლიოს გააცნონ ადგილობრივი სტარტაპები.

პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციათა გუნდებს განაცხადების წარდგენა სამ კატეგორიაში შეეძლოთ: სოციალური გავლენა; ციფრული ტექნოლოგიები; შემოქმედებითი სფერო. აქედან ორ კატეგორიაში თსუ-ის გუნდებმა გაიმარჯვეს.

„შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ არის სამეწარმეო უნარების განვითარების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მომავალ თაობას მისცეს შესაძლებლობა შეიძინოს და განავითაროს საჭირო უნარები და დასაქმების მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს.

პროგრამაში თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი, University of Essex-ისა და Change School-ის კონსორციუმთან ერთად უკვე მე-4 წელია წარმატებით მონაწილეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია