კოსოვოს მთავრობამ გადადო გადაწყვეტილების იმპლემენტაცია, რომელიც კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ სერბებს სანომრე ნიშნების შეცვლასა და კოსოვოს სანომრე ნიშნების აღებას ავალდებულებს

კოსოვოს მთავრობამ გადადო გადაწყვეტილების იმპლემენტაცია, რომელიც კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ სერბებს სანომრე ნიშნების შეცვლასა და კოსოვოს სანომრე ნიშნების აღებას ავალდებულებს.

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაძაბულობას მოჰყვა, რომელიც გუშინ სამართალდამცველებსა და ადგილობრივ სერბებს შორის იყო.

კოსოვოს მთავრობის განცხადებით, ისინი სერბებს 60-დღიან გარდამავალ პერიოდს მისცემენ კოსოვოს სანომრე ნიშნების ასაღებად.

გუშინ კოსოვო- სერბეთის საზღვარზე არსებული დაძაბულობის ფონზე კოსოვოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი გადაწყვეტილების იმპლემენტაცია გადადო, რომელიც კოსოვოში ვიზიტის მსურველ სერბებს ავალდებულებს საზღვარზე დამატებითი დოკუმენტი აიღონ, რომელიც მათ კოსოვოში შესვლის უფლებას მიანიჭებს. ანალოგიური კანონი კოსოვოელებისთვის სერბეთში შესვლის შემთხვევაშიც მოქმედებს. კოსოვოს ხელისუფლებამ, დამატებითი დოკუმენტების შემოღება ერთი თვით გადადო და აღსრულებას პირველი სექტემბრიდან დაიწყებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აღსრულების გადადებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და დადებითად შეაფასა.

ცნობისთვის, გუშინ ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა გზები გადაკეტეს სერბიასთან ორ მთავარ სასაზღვრო გადასასვლელთან. პოლიციის განცხადებით, იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა სამართალდამცველების მიმართულებით, თუმცა საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოსოვოს ხელისუფლებას აღნიშნული გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მცდელობა ერთი წლის წინაც ჰქონდათ, რასაც ანალოგიური პროტესტი მოჰყვა ადგილობრივი სერბების მხრიდან.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია