კოსოვოში დისლოცირებული ნატოს მისია - KFOR-ის მისია ვითარების მონიტორინგს ახორციელებს და მზადაა, მანდატის ფარგლებში ჩაერიოს თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება

კოსოვოს ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებში უსაფრთხოების ზოგადი ვითარება მწვავეა. ნატო-ს ხელმძღვანელობით KFOR-ის მისია ვითარების მონიტორინგს ახორციელებს და მზადაა მისი მანდატის ფარგლებში ჩაერიოს თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება, - ამის შესახებ განცხადება ნატო-ს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნატო აგრძელებს სრულ მხარდაჭერას პრიშტინასა და ბელგრადს შორის პროცესების ნორმალიზებას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დიალოგის დახმარებით და მოუწოდებს ყველა მხარეს განაგრძონ მოლაპარაკებები.

„კოსოვოს ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებში უსაფრთხოების ზოგადი ვითარება მწვავეა. ნატო-ს ხელმძღვანელობით KFOR-ის მისია ვითარების მონიტორინგს ახორციელებს და მზადაა მისი მანდატის ფარგლებში ჩაერიოს თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება. ნატო-ს ხელმძღვანელობით KFOR-ის მისია სრულად ფოკუსირებულია გაეროს მანდატის იმპლემენტაციაზე, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო და დაცული გარემო და გადაადგილების თავისუფლება კოსოვოს ყველა მცხოვრებისთვის. KFOR-ი ინარჩუნებს მოქნილ პოზიციას ადგილზე და მისი ხელმძღვანელებს აქვს მაქსიმალური კომუნიკაცია მის ყველა ძირითად მომლაპარაკებელთან, მათ შორის კოსოვოს უსაფრთხოების ორგანიზაციისა და სერბეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან.

ნატო ასევე აგრძელებს სრულ მხარდაჭერას პრიშტინასა და ბელგრადს შორის პროცესების ნორმალიზებას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დიალოგის დახმარებით და მოუწოდებს ყველა მხარეს განაგრძონ მოლაპარაკებები. კრიტიკულია, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, ეს კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. არ იქნება რეალური პერსპექტივები უკეთესი მომავლისთვის ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობისა, შიდასახელმწიფოებრივი რეფორმების და კარგი მეზობლური ურთიერთობების გარეშე. კონსტრუქციული დიალოგი საკვანძოა რეგიონული სტაბილურობისთვის.

KFOR-ი მიიღებს ნებისმიერ საჭირო ზომას, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და დაცული გარემო კოსოვოში ნებისმიერ დროს გაეროს მანდატის შესაბამისად“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კვირას გვიან მომიტინგეებმა ხრეშით და მძიმე ტექნიკით სავსე სატვირთო მანქანები გააჩერეს ორი სასაზღვრო გადასასვლელის, იარინიესა და ბერნიაკისკენ მიმავალ გზებზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც სერბები უმრავლესობას შეადგენენ. კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ მათ საზღვრის გადასასვლელების დაკეტვა მოუწიათ. მოგვიანებით, ფიზიკური დაპირისპირება იყო ადგილობრივ სერბებსა და სამართალდამცველებს შორის. იყო სროლა პოლიციის მიმართულებით, თუმცა შედეგად არავინ დაშავებულა.

დაპირისპირება მოჰყვა კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სანომრე ნიშნები შეეცვალა ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბებისთვის და ასევე შემოეღო სავალდებულო დროებითი დოკუმენტი კოსოვოში ვიზიტის მსურველი სერბებისთვის.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

კოსოვოში დისლოცირებული ნატოს მისია - KFOR-ის მისია ვითარების მონიტორინგს ახორციელებს და მზადაა, მანდატის ფარგლებში ჩაერიოს თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება

კოსოვოს ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებში უსაფრთხოების ზოგადი ვითარება მწვავეა. ნატო-ს ხელმძღვანელობით KFOR-ის მისია ვითარების მონიტორინგს ახორციელებს და მზადაა მისი მანდატის ფარგლებში ჩაერიოს თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება, - ამის შესახებ განცხადება ნატო-ს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნატო აგრძელებს სრულ მხარდაჭერას პრიშტინასა და ბელგრადს შორის პროცესების ნორმალიზებას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დიალოგის დახმარებით და მოუწოდებს ყველა მხარეს განაგრძონ მოლაპარაკებები.

„კოსოვოს ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებში უსაფრთხოების ზოგადი ვითარება მწვავეა. ნატო-ს ხელმძღვანელობით KFOR-ის მისია ვითარების მონიტორინგს ახორციელებს და მზადაა მისი მანდატის ფარგლებში ჩაერიოს თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება. ნატო-ს ხელმძღვანელობით KFOR-ის მისია სრულად ფოკუსირებულია გაეროს მანდატის იმპლემენტაციაზე, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო და დაცული გარემო და გადაადგილების თავისუფლება კოსოვოს ყველა მცხოვრებისთვის. KFOR-ი ინარჩუნებს მოქნილ პოზიციას ადგილზე და მისი ხელმძღვანელებს აქვს მაქსიმალური კომუნიკაცია მის ყველა ძირითად მომლაპარაკებელთან, მათ შორის კოსოვოს უსაფრთხოების ორგანიზაციისა და სერბეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან.

ნატო ასევე აგრძელებს სრულ მხარდაჭერას პრიშტინასა და ბელგრადს შორის პროცესების ნორმალიზებას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დიალოგის დახმარებით და მოუწოდებს ყველა მხარეს განაგრძონ მოლაპარაკებები. კრიტიკულია, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, ეს კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. არ იქნება რეალური პერსპექტივები უკეთესი მომავლისთვის ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობისა, შიდასახელმწიფოებრივი რეფორმების და კარგი მეზობლური ურთიერთობების გარეშე. კონსტრუქციული დიალოგი საკვანძოა რეგიონული სტაბილურობისთვის.

KFOR-ი მიიღებს ნებისმიერ საჭირო ზომას, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და დაცული გარემო კოსოვოში ნებისმიერ დროს გაეროს მანდატის შესაბამისად“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კვირას გვიან მომიტინგეებმა ხრეშით და მძიმე ტექნიკით სავსე სატვირთო მანქანები გააჩერეს ორი სასაზღვრო გადასასვლელის, იარინიესა და ბერნიაკისკენ მიმავალ გზებზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც სერბები უმრავლესობას შეადგენენ. კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ მათ საზღვრის გადასასვლელების დაკეტვა მოუწიათ. მოგვიანებით, ფიზიკური დაპირისპირება იყო ადგილობრივ სერბებსა და სამართალდამცველებს შორის. იყო სროლა პოლიციის მიმართულებით, თუმცა შედეგად არავინ დაშავებულა.

დაპირისპირება მოჰყვა კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სანომრე ნიშნები შეეცვალა ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბებისთვის და ასევე შემოეღო სავალდებულო დროებითი დოკუმენტი კოსოვოში ვიზიტის მსურველი სერბებისთვის.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა