GIPA NISPAcee-ის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სამეცნიერო ჟურნალის პარტნიორი გახდა

2022 წლიდან GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი The NISPAcee - ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სამეცნიერო ჟურნალის (NISPAcee Journal of Public Administration and Policy) ოფიციალური პარტნიორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას GIPA ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პარტნიორობა 3 წლიან პერიოდს მოიცავს, რომლის პირობებშიც GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ჟურნალის ადმინისტრირებას, ასევე ელექტრონული გამოცემის უზრუნველყოფას ეწევა.

„სამეცნიერო ჟურნალი მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე (3.0) ორმაგი ბრმა რეცენზირებადი ელექტრონული გამოცემაა, რომელიც საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთი წამყვანია.

ჟურნალის სარედაქციო კოლეგია, ისევე როგორც მისი მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტებულია საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის გამორჩეული მკვლევრებით როგორც უშუალოდ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპიდან, ისე მსოფლიო მასტაბით, მათ შორის უილიამ დანით, გაი პიტერსით, გერტ ბუქარტით და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ GIPA დიდი ხანია NISPAcee-ის წევრია, The NISPAcee საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სამეცნიერო ჟურნალის ფარგლებში პარტნიორობა ჩვენვის განსაკუთრებული სიამაყის საფუძველია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს