გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე - ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის „ნაციონალური მოძრაობისთვის“, საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თავი დაიხურება

ძალიან ბევრ რამეს შეცვლის „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ქართული პოლიტიკისთვის საქართველოს ისტორიაში დაიხურება უმნიშვნელოვანესი თავი, - ამის შესახებ დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ კლინიკა „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე განაცხადა, რითაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლა შეაფასა.

მან ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მიზნით საერთაშორისო დონეზე არაერთი ადამიანი მუშაობს.

„ბევრი ადამიანი მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად სააკაშვილი გადაიყვანონ რომელიმე დასავლურ, მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს