„მრავალეროვანი საქართველო“ კელი დეგნანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და მათ დაუმსახურებელს, უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს უწოდებს

„მრავალეროვანი საქართველო“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და მათ არაკეთილგონიერს, დაუმსახურებელს, უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს უწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „მრავალენოვანი საქართველო“ ავრცელებს.

„შეუძლებელია აღშფოთება არ გამოიწვიოს საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიმართ გამოთქმულმა ბრალდებებმა, რომლებიც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული და არ ემსახურება სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გაღრმავებას.

ამერიკის სახელმწიფო ათწლეულებია მხარში უდგას საქართველოს მისი უსაფრთხოების გაზრდისა და უზრუნველყოფისა, თუ ეკონომიკის განვითარების საქმეში. აშშ-ს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ვრცელი სია სწორედ დიპლომატთა განსაკუთრებული ღვაწლია. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, კელი დეგნანი დღიდან წარდგენისა და ქვეყანაში ჩამოსვლისა, დაუღალავად იღწვის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანის, უკეთესი ევროპული მომავლისა და ევროპული პერსპექტივის უზრუნველსაყოფად.

მეგობარი და სტრატეგიული ქვეყნის ელჩზე გახშირებული თავდასხმები, წყალს მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამს, არ ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და მეტიც, სანდო და ერთგულ პარტნიორებთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ურთიერთობებში, არასასურველი ბზარების გაჩენას უწყობს ხელს.

„მრავალეროვანი საქართველო“ მოუწოდებს ყველას, სათანადოდ დააფასონ ამერიკის მიერ საქართველოს უპრეცენდენტო და მზარდი მხარდაჭერა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების გათვალისწინებით, პროგრესის მხარე დაიკავონ, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს