ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია.

მან ჟურნალისტის კითხვაზე, რომ საქართველოში ძალიან ბევრი რუსი შემოდის და რომ ეს შეიძლება მოსახლეობის 10%-ს შეადგენდეს, კობახიძე ასე პასუხობს:

„ახლა გაჩვენებთ, თუ რა დონის ტყუილებს ავრცელებს თქვენი ტელევიზია. თქვენმა ტელევიზიამ გაავრცელა ეს ყველაფერი, თქვეს, რომ 10% არიან რუსეთის მოქალაქეები დღეს საქართველოში. მთლიანად რომ ავიღოთ, შემოსვლის მაჩვენებელი ამ 6 თვის განმავლობაში, მერე ხომ გადიან და ნაშთი რჩება ამის მეათედი, შემოსვლის მაჩვენებელიც რომ ავიღოთ, არის სულ მოსახლეობის 7%-ზე ნაკლები, მხოლოდ შემოსვლის და ნაშთი რომ აიღოთ, 1%-ც შეიძლება არ იყოს, ამბობთ 10%-ს და ასე იქმნება მარტივად „ფეიკები“ და ეს არის მარტივი ტყუილი, რომელსაც სამწუხაროდ, თქვენი ტელევიზია ავრცელებს“, - განაცხადა კობახიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა