თბილისის მეტროში, „საბურთალოს ხაზზე“ შეფერხებაა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებელი მაღალი ძაბვის გამო არის გაჩერებული.
მათივე ცნობით, შესაბამისი სამსახურები დაზიანების აღმოფხვრაზე მუშაობენ და მოძრაობა სავარაუდოდ, 15 წუთში აღდგება.