ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი დაბრუნდა

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტალინის მიმართულებით პანდემიის შემდეგ პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. ქუთაისიდან ესტონეთის დედაქალაქში 152 მგზავრი გაფრინდა.

ესტონეთის დედაქალაქში პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან 1 აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით ხოლო, პარიზის მიმართულებით - 4 აგვისტოდან თავდაპირველად, კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებასთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, ქუთაისის ვიცე-მერი ირაკლი ქარქაშაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტატო ლილუაშვილი, DMO IMERETI-ს ხელმძღვანელი მარიამ დევიძე და Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ჟაჟა ტრუბეკი დაესწრნენ.

თამარ არჩუაძის განცხადებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

,,დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე Wizz Air-მა მეორე საჰაერო ხომალდი დააბრუნა. რაც საშუალებას აძლევს კომპანიას გაზარდოს უკვე არსებულ რეისებზე სიხშირეები და ასევე, დაამატოს ახალი მიმართულებები. მგზავრთნაკადის მატებასთან ერთად საჭირო იქნება აეროპორტში მეტი ხალხის დასაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ავიაკომპანიისთვის, ისე აეროპორტისთვის. რაც ასევე მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად იმერეთის რეგიონისთვის‘’,-განაცხადა თამარ არჩუაძე.

ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.

2022 წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255,310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა