თბილისის მთავრობის სხდომაზე გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულებისა და მამუკა ონაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

თბილისის მთავრობის სხდომაზე გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულ პირებსა და ასევე, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილ მომღერალს, მამუკა ონაშვილს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო იმ დიდ ტრაგედიას, რომელიც გასულ კვირას მოხდა. მთელი საქართველო შეძრა ამ ტრაგედიამ. მუდამ ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე მყოფი გმირი მაშველები, ექიმები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ტრაგიკულად დაიღუპნენ სამაშველო ოპერაციის დროს. რა თქმა უნდა, რთულია ამ ტკივილის და დანაკლისის სიტყვების გადმოცემა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს.

ასევე სამწუხაროდ, ავტოკატასტროფაში დაიღუპა ყველასათვის საყვარელი მამუკა ონაშვილი, ჩვენი მეგობარი, ესეც ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის და მინდა, მთავრობის წევრებს გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს