რელიგიის საკითხთა სააგენტო ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ელია თეზბიტელს იხსენიებს, ერთ-ერთ უდიდეს წინასწარმეტყველს, რომელმაც სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი. წმინდანის სახელს არა ერთი სასწაული უკავშირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს ასევე არის სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღე.

“ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს სამხილებლად, უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილი დაითმინოს. წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ელიას ხალენი (მოსასხამი) საქართველოში, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერშია დაფლული.

დღესვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ილია მართალს იხსენიებს - დიდ ქართველ მოღვაწეს, მწერალს, ჟურნალისტს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, „ერის სულიერ მამას", რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ილია ჭავჭავაძე, როგორც წმინდა ილია მართალი, 1987 წელსაა კანონიზებული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მას ყოველ 2 აგვისტოს მოიხსენიებს.

დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს, ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა