ანდრეი ერმაკი - თუ ომი ზამთრის პერიოდამდე გაგრძელდება, უკრაინულ ჯარს სულ უფრო მეტად გაუჭირდება დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება

უკრაინა არასდროს არ წავა დათმობებზე რუსეთის მიმართ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისი თქმით, შემდეგი თვეები გადამწყვეტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ომში.

ამასთან, ერმაკმა განმარტა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ააქტიურებენ კონტრშეტევას ქვეყნის სამხრეთით, რათა დაიბრუნონ ოკუპანტების მიერ დაპყრობილი ტერიტორიები.

როგორც ერმაკმა აღნიშნა, დროში გაწელილი ომი უპირატესობას მხოლოდ რუსეთის ჯარს მისცემს.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თუ ბრძოლა ზამთრის პერიოდამდე გაგრძელდება, უკრაინულ ჯარს სულ უფრო მეტად გაუჭირდება დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება.

მან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, შემოიღონ ახალი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ კრემლი ენერგომატარებლების ექსპორტს სანქციების წინააღმდეგ იყენებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია