გიორგი ვაშაძე გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე  - ყველა ასეთი შემთხვევა გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის,  რომ მომავალში კარგად ავაწყოთ სამაშველო სისტემები

სამომავლოდ ყველა ასეთი შემთხვევა გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის, რომ მომავალში კარგად ავაწყოთ სამაშველო სისტემები, რომლებიც ქვეყანაში გვაქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

გიორგი ვაშაძემ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და საქართველოს მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, მთელს საქართველოს. საშინელი ტრაგედია მოხდა, რომელმაც საქართველოში არავინ დატოვა გულგრილი. მათი სულები გაანათლოს ღმერთმა. ისინი გმირულად, სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად წავიდნენ. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, მთელს საქართველოს. ერთიანები უნდა ვიყოთ ასეთ დღეებში და სამომავლოდ ყველა ასეთი შემთხვევა გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის, იმისთვის, რომ მომავალში კარგად ავაწყოთ სხვადასხვა სამაშველო სისტემა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს