ჯო ბაიდენი „ალ ქაიდას“ ლიდერის ლიკვიდაციაზე - სამართლიანობამ იზეიმა და ტერორისტების ლიდერი აღარ არის

სამართლიანობამ იზეიმა და ტერორისტების ეს ლიდერი აღარ არის, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „ალ ქაიდას“ ლიდერის, აიმან ალ ზავაჰირის ლიკვიდირებას.

მან სპეცოპერაციის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალ ზავაჰირის ოჯახი დაზვერვამ მიმდინარე წლის დასაწყისში ქაბულში აღმოაჩინა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის არც ერთი ოჯახი წევრი და სამოქალაქო პირი სპეცოპერაციის შედეგად არ გარდაცვლილა.

როგორც ცნობილია, ალ ზავაჰირი 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდასხმების კოორდინირებაში იღებდა მონაწილეობას.

აშშ-მა ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „ალ ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლა. ზავაჰირის ლიკვიდაცია ერთ-ერთი სახლის აივანზე, დრონით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად მოხდა. როგორც ცნობილია, ზავაჰირთან ერთად ადგილზე მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია